რუსული დიასპორის ორგანიზაციები ბათუმში

02 ივნისი 2019, 20:00 2658 ნახვა

“რუსეთის თანამემამულეთა აჭარის საზოგადოება”, “საქართველო-რუსეთის ურთიერთობების ასოციაცია აჭარაში” და “აჭარის რუსულენოვანი ინტელიგენციის ასოციაცია რასსვეტი”, ეს იმ ორგანიზაციების ჩამონათვალია, რომლებიც ბათუმში საქმიანობენ და ამბობენ, რომ ქართულ-რუსული ურთიერთობების აღდგენა-განმტკიცებაში, სახალხო დიპლომატების როლს ასრულებენ.

ეს ორგანიზაციები, გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანების კვლევის მიხედვით, იმ ქსელის ნაწილია, რომელიც 21 ორგანიზაციას აერთიანებს და „საქართველოში რუს თანამემამულეთა საკოორდინაციო საბჭოს“ სახელითაა ცნობილი. აიფაქტის გამომძიებელი  ჟურნალისტის მიერ ჩატარებული მოკვლევით რუს თანამემამულეთა საბჭო,  რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსგან იმართება, დაფინანსებას კი, რუსული ფონდებიდან იღებს.

ბათუმში მოქმედ ორგანიზაციებში ამბობენ, რომ  პოლიტიკისგან შორს არიან და მხოლოდ კულტურულ  ღონისძიებებს გეგმავენ, რაც რუსული პროპაგანდის კვლევით ორგანიზაციებში არ სჯერათ. როგორც აქ ამბობენ, ბოლო დროს განსაკუთრებით გააქტიურდა ანტი-დასავლური რიტორიკა სოციალურ ქსელებში, ონლაინ მედიაში, ზოგიერთ რადიო და ტელეგადაცემებში. ამგვარ მიზანმიმართულ პოლიტიკას კი, უმეტესწილად სწორედ პრო-რუსული რიტორიკის ორგანიზაციები ატარებენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში