საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის ასარჩევად ხელახალი კონკურსი გამოცხადდება

03 ივნისი 2019, 12:25 1422 ნახვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის ასარჩევად ხელახალი კონკურსი გამოცხადდება. დღეს აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს სხდომა გაიმართება. მაუწყებლის დირექტორობის მსურველებმა განაცხადი ერთი თვის ვადაში უნდა წარადგინონ,  ამის შემდეგ კი კონცეფცია და სამოქმედო გეგმა უნდა გააცნონ მრჩეველთა საბჭოს წევრებს.

შეგახსენებთ მრჩეველთა საბჭომ პირველ ჯერზე მაუწყებლის დირექტორი კონსკურსის წესით ვერ აირჩია. საჭირო სამი ხმა ვერცერთმა კანდიდატმა, ორი ტურის ჩატარების მიუხედავად ვერ მიიღო. კონკურსში 8 კანდიდატი მონაწილეობდა.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში