21 ნომრის მიკროავტობუსის მძღოლებმა გაფიცვა შეწყვიტეს

03 ივნისი 2019, 18:17 1600 ნახვა

21 ნომრის მიკროავტობუსის მძღოლებმა გაფიცვა რამდენიმე წუთის წინ შეწყვიტეს. ისინი მოლაპარაკებას დამსაქმებელთან შპს „აჭარ ტრანს რეგულირებასთან“ აგრძელებენ. დღეს მძღოლებმა რამდენიმე საათით სამუშაოს შესრულებაზე უარი თქვეს. 20 მძღოლი გადასახადის გაზრდას აპროტესტებს და მერიას მიმართავს.  მათი ინფორმაციით, გასული წლის სექტემბერში იხდიდნენ 60 ლარს, შემდეგ ეს თანხა გაორმაგდა, მერიის გადაწყვეტილებას გაპროტესტების შემდეგ კი როგორც ამბობენ 90 ლარს იხდიან, მძღოლებს მიმდინარე თვიდან 110 ლარის გადახდა მოუწევთ, რასაც ისევ აპროტესტებენ.

60 ლარი შპს „აჭარ ტრანს რეგულირების“ მიერ დაწესებული გადასახადია, რომლის დაქვემდებარებაშიცაა 21-ი ნომერი მიკროავტობუსები, 50 ლარი კი მერიის მიერ დადგენილი ტარიფია, რომელიც გასული წლის დეკემბრიდან მოქმედებს. მძღოლები გორგასლის ქუჩის მანქანებისგან განტვირთვასაც ელოდებიან, რაზეც მერიისგან არაერთხელ მიიღეს დაპირება.  

თეონა თურმანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში