გაჩერებული ატრაქციონები ბავშვთა დაცვის დღეს

03 ივნისი 2019, 18:24 2105 ნახვა

რატომ არ ჩართეს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს ატრაქციონები ქობულეთში? ქალაქის მერი მიზეზად მაღალი ძაბვით გამოწვეულ პრობლემას ასახელებს, მისი თქმით დაზიანდა ერთერთი ქვესადგური და მწყობრიდან გამოვიდა საქანელების ნაწილი. რის შესახებაც, როგორც ამბობს, იქ მყოფი პირები ინფორმირებულები იყვნენ. შეკითხვაზე,  რატომ არ განუმარტა მშობლებს მერმა პრობლემის შესახებ, როცა ღონისძიებას თავადაც ესწრებოდა, მირიან ქათამაძემ გვითხრა, რომ ეს მან პარკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს დაავალა. ასევე ირწმუნება, რომ პრობლემების შესახებ ენერგო პრო ჯორჯიასაც აცნობეს. 

სადაც საპირისპირო ვერსია აქვთ.  ენერგოპროჯორჯიაში განმარტავენ, რომ გამანაწილებელ ქსელში ძაბვის ცვალებადობას ადგილი არ ჰქონია, როგორც ამბობენ,  ქობულეთის ცენტრალურ პარკს   კომპანიიდან ელექტროენერგია ნორმის ფარგლებში მიეწოდებოდა. ისინი ვარაუდობენ, რომ დაზიანება თავად ცენტრალური პარკის შიდა ქსელში მოხდა, რომელიც ენერგო-პროს საკუთრება არ არის. აქვე გეტყვით, რომ მოქალაქეების პრეტენზიები გავრცელდა სოციალურ ქსელშიც, ისინი ქალაქის მერიას განმარტებებს სთხოვდნენ. თუმცა დღეს უკვე ვიდეო, რომელშიც ერთ-ერთი მშობელი მირიან ქათამაძის ადგილზე მისვლას და განმარტებებს ითხოვდა, წაშლილია.

ქეთევან ჭყონია
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში