ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადებისთვის ორი პირი დააკავეს 

04 ივნისი 2019, 11:07 2168 ნახვა

ფინანსურმა პოლიციამ ორი პირი დააკავა, რომლებიც უწყების ინფორმაციით, ჯგუფურად ყალბ საგადასახადო დოკუმენტებს ამზადებდნენ.

გამოძიების ვერსიით, ბრალდებულები ორი კომპანიის სახელით ფიქტიურ ოპერაციებს ახორციელებდნენ. ამით კი არაკანონიერ მატერიალურ სარგებელს იღებდნენ.

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, დაკავებულმა პირებმა საერთო ჯამში 17 885 000 ლარის ღირებულების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა ​გამოწერეს, რითაც ერთ-ერთმა კომპანიამ 2 728 220 ლარის  ყალბი ჩათვლა მიიღო.

დანაშაულში შემჩნეული სხვა პირების დადგენის მიზნით, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები ტარდება.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 4-დან 7 წლამდე ვადით, თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში