მალხაზ მაჩალიკაშვილი ბრძოლას განაგრძობს

04 ივნისი 2019, 21:24 1196 ნახვა

დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე დამდგარი შედეგის პარალელურად, პანკისის სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი ირწმუნება, რომ სახელმწიფო სტრუქტურები ბლოკავენ საქმის გამოძიებას. მალხაზ მაჩალიკაშვილს საქმის გაყალბებასთან დაკავშირებით პრეტენზიები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნების მიმართ აქვს.

ამბობს, რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ საქმეზეც დადგებოდა შედეგი, როგორც ხორავას ქუჩის მკვლელობის შემთხვევაში მოხდა.  მაჩალიკაშვილები ამბობენ, რომ სამართალი საქართველოს მართლმსაჯულების სისტემაში ვერ იპოვეს, ამიტომ ბრძოლას ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გააგრძელებენ. ოჯახის ინტერესებს სტრასბურგის სასამართლოშიც ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტი დაიცავს. EMC  ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სარჩელს უახლოეს დღეებში შეიტანს.

ნინო ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში