რუსეთი VS საქართველო - ფრიდონ აბულაძე ევროპის ჩემპიონია

04 ივნისი 2019, 23:03 3310 ნახვა

ფრიდონ აბულაძე ბერძნულ-რომაულ ჭიდაბაში, 55 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ევროპის  ჩემპიონია.

აბულაძემ ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ფინალში რუსეთის სახელით მოასპარეზე ანვარ ალახიაროვი, დაძაბულ ბრძოლაში 7-6 დაამარცხა.

ქართველმა მოჭიდავემ ნახევარფინალში აზერბაიჯანელი ზაურ ალიევი დაამარცხა . მანამდე კი რუმინელ ტუდორს და სომეხ სუკიასინს მარტივად მოუგო.

ესპანეთის ქალაქ პონტევედრაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე, ქართველმა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა 1 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში