პოლიციამ აჭარაში 190 აბი „სუბოქსინი“ ამოიღო

06 ივნისი 2019, 10:17 3843 ნახვა

აჭარაში პოლიციამ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, ორი პირი დააკავა.

გამოძიების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი ჩხრეკისას, 190 აბი „სუბოქსინი“, ბუპრენორფინის და ჰეროინის შემცველი ნარკოტიკული საშუალებები და 10 გრამამდე ფსიქოტროპული ნივთიერება ამოიღეს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულებს 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში