საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება

21 აგვისტო 2016, 00:00 2600 ნახვა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს თურქეთის ქალაქ გაზიანთეფში მომხდარი ძლიერი აფეთქების გამო. საგარეო უწყება ტერორიზმის ნებისმიერ გამოვლინებას გმობს და სამძიმარს და თანაგრძნობას უცხადებს დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, თურქეთის მთავრობას და მოსახლეობას. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ტერორისტული თავდასხმის შედეგად დაღუპულებსა და დაშავებულებს შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეები არ არიან. თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მომხდარის თაობაზე მუდმივი კავშირი აქვს ადგილობრივ სამართალდამცავებთან და აუცილებლობის შემთხვევაში გააკეთებს დამატებით განცხადებას. საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონებში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, თავი შეიკავონ მასობრივი თავშეყრისა და ხალხმრავალ ადგილებში გადაადგილებისგან, ხოლო საჭიროების შემთხვევაში საქართველოს საელჩოსა და საქართველოს გენერალურ საკონსულოებს ცხელი ხაზის ნომრებზე დაუკავშირდნენ.

ამავე კატეგორიაში