წყლის დეფიციტი საბავშვო ბაღებში

06 ივნისი 2019, 21:52 1603 ნახვა

მშობლების მიერ ნაყიდი წყალი, ან სოფლის რწმუნებულის მიერ გაკეთებული არჩევანი - წყალი მოსახლეობას მიაწოდოს, თუ საბავშვო ბაღს - ასეთი მდგომარეობაა მუხაესტატეში, სადაც გარდა წყლის დეფიციტისა, პრობლემა სხვა რამეშიც მდგომარეობს - ეს ცხელი წყალია. ჭურჭელი შესაბამის ტემპერატურაზე უნდა ირეცხებოდეს.

ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობას მშობლები მუნიციპალიტეტის მერიას აკისრებენ - აქ კი მთავარი პასუხი, დახარჯული ასობით ათასი ლარის მიუხედავად, ისევ ერთია - ყველაფერს ზაფხულს და წყლის დებეტის კლებას აბრალებენ.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში