სესხის მისაღებად, საბანკო ამონაწერების გაყალბების ფაქტზე 10 პირი ამხილეს

07 ივნისი 2019, 11:32 1993 ნახვა

ფინანსურმა პოლიციამ კრედიტის უკანონოდ მიღების ფაქტზე ათი პირი ამხილა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა სესხის მისაღებად ერთ-ერთ ორგანიზაციას მიმართეს, ფინანსური მდგომარეობის შესახებ კი ყალბი ცნობები წარადგინეს. თითქოს ისინი სხვადასხვა კომპანიის თანამშრომლები იყვნენ და ერიცხებოდათ შესაბამისი შემოსავალი.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 208-ე და 210-ე მუხლის პირველი ნაწილებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 2-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, მიმდინარე წელს აღნიშნული სახის დანაშაულში სულ 25 პირი ამხილეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში