გაფანტული სკლეროზით დაავადებულ პაციენტებს მკურნალობა დაუფინანსდებათ

07 ივნისი 2019, 15:31 2534 ნახვა

პირველად საქართველოში, აჭარის ჯანდაცვის  სამინისტრო  გაფანტული სკლეროზით დაავადებული პაციენტების მკურნალობას დააფინანსებს. საპილოტე პროგრამის ფარგლებში, რეგიონში მცხოვრებ პაციენტებს  მედიკამენტები მხოლოდ სამედიცინო დაწესებულების ან სააფთიაქო კომპანიების მიერ გაცემული ანგარიშფაქტურით დაუფინანსდებათ.

ერთი პაციენტის მკურნალობისათვის გათვალისწინებული წლიური ლიმიტი  25 000 ლარია.  

წელს აჭარის ჯანდაცვის სამინსიტროს პროგრამაში  ათი ბენეფიციარი ჩაერთო.

"სამინისტრომ გაფანტული სკლეროზის ძვირადღირებული მედიკამენტის დაფინანსება დაავადების სიმძიმიდან გამომდინარე, პაციენტთა მომართვიანობის, მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობისა და მედიკამენტის მაღალი ღირებულების გათვალისწინებით გადაწყვიტა. ამჟამად სრულად ფინანსდება 10 პაციენტის მედიკამენტოზური მკურნალობა. პროგრამა მომავალ წელსაც გაგრძელდება"-  განმარტავენ აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში