მელიქიშვილის ქუჩაზე ბინაში გაზმა გაჟონა 

07 ივნისი 2019, 17:18 2678 ნახვა

ბათუმში, მელიქიშვილის ქუჩაზე, ხუთსართულიან კორპუსში დღეს გაზის მძაფრი სუნი იყო. მოქალაქეები ყვებიან, რომ ''სოკარში'' დარეკეს, ადგილზე სპეციალისტების მისვლას კი, დაახლოებით, სამი საათის განმავლობაში ელოდნენ. 

რამდენიმე წუთის წინ, (16:52)  საცხოოვრებელ სახლთან  ''სოკარ ჯორჯია გაზის'' ბრიგადა მივიდა. სპეციალისტებმა კორპუსის მცხოვრებლებს  ბუნებრივი აირის  მიწოდება დროებით შეუჩერეს და სართულებზე მილების შემოწმება დაიწყეს.

 აღმოჩნდა, რომ შენობის მეხუთე სართულზე, ერთ-ერთი ბინაში გაზი ჟოვანდა, დაზიანებული იყო მილი. 

სახლში მცხოვრებ სხვა აბონენტებს გაზის მიწოდება მალევე აღუდგა. ბუნებრივი აირი მხოლოდ ერთ ოჯახს გაუთიშეს, სადაც დაზიანება დაფიქსირდა. 

მელიქიშვილის #16 მცხოვრებლების ნაწილი ამბობს, რომ სპეციფიკური სუნი შენობაში სამი დღის წინაც იყო. მაშინ ადგილზე სპეციალისტები მივიდნენ და თქვეს, რომ სავარაუდოდ, დეტექტორი დაზიანებული იყო და გამაფრთხილებელ სიგნალს  ამიტომ გამოსცემდა. 

 

ანა ახალაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში