არქეოლოგებმა ბეშუმში უძველესი ნამოსახლარი აღმოაჩინეს

07 ივნისი 2019, 21:15 5066 ნახვა

ზღვის დონიდან 1900 მეტრზე,  მალე არქეოლოგიური გათხრები დაიწყება - საუბარია კურორტ ბეშუმის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც სამუშაოებს ბათუმის უნივერსიტეტის არქეოლოგები ჩაატარებენ -  თანხას აჭარის ეკონომიკის სამინისტრო გამოყოფს.

წინასწარ მოკვლეული მასალების მიხედვით, პროფესორები ამბობენ, რომ შესაძლოა უღელტეხილის მიმდებარედ ნაქალაქარი აღმოჩნდეს. არქეოლოგიური გათხრების დაწყება აგვისტოში იგეგმება, ამბობენ, რომ ეს ტურისტულ სეზონს ხელს არ შეუშლის, სამომავლოდ კი ტურისტების დაინტერესების ობიექტად იქცევა.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში