პრემიერ-მინისტრი სიეტლის მსოფლიო ურთიერთობათა საბჭოში

08 ივნისი 2019, 12:30 1185 ნახვა

ჩვენი მომავლის ხედვა ეფუძნება ამბიციას, გავხდეთ მსოფლიო დონის ქვეყანა, საცხოვრებლად, სამუშაოდ და წინსვლისთვის - აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, სიეტლის მსოფლიო ურთიერთობათა საბჭოში სიტყვით გამოსვლისას. მამუკა ბახტაძემ საქართველოს მიღწევებსა და ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა. მისი თქმით, წარმატებების მიუხედავად, გამოწვევები მაინც არსებობს, რადგან 2008 წლიდან მოყოლებული ქვეყნის ტერიტორიის 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული.

ოკუპაციის შემდეგ მოსახლეობის 8% იძულებული გახდა, დაეტოვებინა საკუთარი სახლები. მთავრობის მეთაურის განცხადებით, ჩვენი ქვეყანა ამაყობს თავისი ისტორიით. გაუძლო საბჭოთა ოკუპაციის 70 წელს. მამუკა ბახტაძემ ასევე აღნიშნა, რომ სტრატეგია მიმართულია საქართველოს გარდაქმნისკენ, რეგიონის ტურიზმის, საერთაშორისო ბიზნესის, ლოგისტიკურ, საგანმანათლებლო და ინოვაციების ცენტრად.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში