დაშავებული დელფინი მოქალაქეებმა იპოვეს - ''მინდა დაფიქრდეს საზოგადოება“

09 ივნისი 2019, 11:15 3172 ნახვა

უბრალოდ მინდა საზოგადოება დაფიქრდეს - სტატუსს სოციალურ ქსელში მოქალაქე ავრცელებს. მოქალაქე ყვება, რომ საღამოს ზღვაში დაინახეს, დაზიანებები ჰქონდა, მაგრამ ვერ უშველეს, რადგან შესაბამისი სამსახურები ბათუმში არ არსებობს.

„დელფინი დავინახეთ, არ ვიცით რა მოუვიდა, რა ჭირდა, ძლივს დაცურავდა. როცა ნაპირთან მოვიდა, დავრწმუნდით, რომ დელფინი იყო, ცოცხალმკვდარი. დავუკავშირდით სამაშველო სამსახურს, ავუხსენით რა მოხდა, გვითხრეს დავლოდებოდით. 2 საათის განმავლობაში ვცდილობდით Google- ის მეშვეობით, რამე ინფორმაცია გვეპოვა, თუ რითი შევძლებდით დელფინის დახმარებას.

შემდეგ მოვიდა კრიმინალური პოლიცია და გვითხრა, რომ არ გვყავს აჭარაში უწყება, ორგანიზაცია ან კომისია, რომელიც დელფინს უშველიდა. შავი ზღვის სანაპიროზე ასეთი ორგანიზაცია არ არსებობს. აქვე იმასაც ავღნიშნავ, როდესაც მოვიდნენ დელფინი უკვე მკვდარი იყო. შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ, როცა ბათუმში თურქული გემის კაპიტანმა დელფინი მოკვლა, მაშინ დიდი ოდენობით დააჯარიმეს იგი. ეხლა, როდესაც დახმარება იყო საჭირო დელფინის სიცოცხლისთვის, რატომ არ იყო არავინ? - წერს მოქალაქე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში