ოლიგარქიული მმართველობა - ქვეყნის გამოწვევა

09 ივნისი 2019, 19:28 1921 ნახვა

ორგანიზაცია „ფრიდომ ჰაუსი“, 2019 წლის მსოფლიოს გარშემო თავისუფლების ინდექსის ფარგლებში, საქართველოს დეტალურ შეფასებას აქვეყნებს. ანგარიშის ვრცელ ვერსიაში, ორგანიზაცია საუბრობს იმაზე, რომ 2012-2013 წლებში, მთავრობის ცვლილების დროს მიღწეული პროგრესი უკანასკნელ წლებში მცირდება.

საქართველომ 2019 წლის შეფასებით მცირედი უკუსვლა განიცადა. მისი ქულა ერთი ნიშნულით შემცირდა. თბილისი "ნახევრად თავისუფალი" ქვეყნების სიაში რჩება.  საქართველოს ქულის კლების განმაპირობებელი 2018 წლის არჩევნები გახდა, რომლის დროსაც ორგანიზაციის ინფორმაციით, თავი იჩინა „ამომრჩევლის მოსყიდვის, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისა და ამომრჩევლის დაშინების“ ფაქტებმა.

 

ფირუზ ბოლქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში