საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება

22 აგვისტო 2016, 00:00 3186 ნახვა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თურქეთში მყოფ მოქალაქეებს მიმართავს საჭიროების შემთხვევაში ცხელი ხაზზე დარეკონ. „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს თურქეთის რესპუბლიკის სამხრეთ-აღმოსავლეთში, მომხდარი ძლიერი აფეთქების გამო. სამინისტრო გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოვლინებას. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით ტერორისტული თავდასხმის შედეგად დაღუპულებსა და დაშავებულებს შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეები არ არიან. თურქეთის ხელისუფლებამ მოსახლეობას მოუწოდა სიფრთხილე გამოიჩინონ რესპუბლიკის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონებში გადაადგილებისას და თავი აარიდონ მასობრივ ღონისძიებებსა და ხალხმრავალ ადგილებს. გთავაზობთ ცხელი ხაზის ნომრებს რომელსაც საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ამავე კატეგორიაში