შეწამლვითი სამუშაოები გადამტანი დაავადებების წინააღმდეგ 

10 ივნისი 2019, 12:20 1605 ნახვა

შავი ზღვის სანაპირო ზოლის დასახლებაში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს. შეწამლვა სხვადასხვა სახის დაავადების გავრცელების პრევენციის მიზნით ტარდება. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მედიკოსების ინფორმაციით, წინასწარ შესწავლილი მწერების მიხედვით შესაწამლი ტერიტორიის რუკა შედგა და სამუშაოები დაიწყო.

  სამუშაოები ქობულეთიდან სარფამდე სეზონის განმავლობაში ორჯერ ჩატარდება. ამ დრომდე საშიში დაავადებები აჭარაში არ დაფიქსირებულა.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში