სამძებრო ოპერაციის მეშვიდე დღე

22 აგვისტო 2016, 00:00 2720 ნახვა

ზუსტად ერთი კვირაა გონიოში ზღვაში დაკარგული ორი კურსანტის ძებნა გრძელდება. მესამე დღეა ოპერაციაში ჩართულია თურქული საზღვაო სამხედრო ძალების ხომალდი, თუმცა ოპერაცია ამ დრომდე უშედეგოდ მიმდინარეობს. 16 აგვისტოს, სპეციალური ოპერაციების ძალების ორმა სამხედრო მოსამსახურემ, კაპრალმა იაგო შარაძემ და პირველი კლასის რიგითმა, გიორგი ნანეტაშვილმა შავ ზღვაზე გეგმიურ საზღვაო სპეცდანიშნულების სწავლებაზე ზღვაში სიღრმითინ ჩაყვინთვა განახორციელეს, ზედაპირზე ამოსვლა კი ვერ შეძლეს.  

ლაშა ველიაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში