ბათუმში მაწანწალა ძაღლები მომრავლდნენ, დავინახე პატარა ბიჭს როგორ უკბინა - მოქალაქის წერილი

10 ივნისი 2019, 17:15 5857 ნახვა

მოქალაქე აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს წერს, რომ ქალაქში უპატრონო ძაღლები მომრავლდა, ისინი ჯგუფებად დადიან და ფეხით მოსიარულეებს საფრთხეს უქმნიან. რამდენიმე დღის წინ პატარა ბავშვი დაკბინეს, მოხუცი შეაშინეს. 

ძაღლებს ყურზე ვაქცინაციის დამადასტურებელი ნიშანი არ უკეთიათ. 

''რამდენიმე დღის წინ, პატარა ბიჭს, რომელიც ველოსიპედით სეირნობდა ძაღლმა უკბინა. 2 დღის წინ, სამშობიაროსთან, მოხუც ქალბატონს აედევნა ორი ძაღლი და ღრენა დაუწყეს, ხანდაზმულს შიშისგან გული ცუდად გაუხდა და სამედიცინო დახმარება დაჭირდა. დავაკვირდი, რომ ყველა ძაღლს ყურზე ნიშნული (ვაქცინაციის აღმნიშვნელი ნიშანი) არ აქვს. 

დილას ადრე ბულვარში ასაკოვანი ხალხი სეირნობს, ამ დროს ქუჩებში ხალხი თითქმის არ მოძრაობს. ამ მოხუცს ძალიან შეეშინდა და სამედიცინო დახმარება დაჭირდა. მერიის კანცელარიაში აღნიშნეს, რომ მრავალი ჩივილია იგივე თემასთან დაკავშირებით. სხვა პასუხი ვერ მივიღეთ. სანამ ვინმე სერიოზულად დასახიჩრდა გთხოვთ, მიაქციეთ ყურადღება'' - წერს სოფო წერილში. 

აჭარის მაუწყებელმა ''მაწანწალა ძაღლების'' პრობლემაზე მასალა, გასულ წელს მოამზადა. 

ბათუმის მერიაში ამბობდნენ, რომ ქუჩის ძაღლებს აცრას და კასტრაციას უკეთებს. საზოგადოებისთვის საშიშ ცხოველებს კი ევთანაზიით აძინებენ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში