სახელმწიფო ინსპექტორის პოსტზე საპარლამენტო კომიტეტებმა ლონდა თოლორაიას დაუჭირეს მხარი

10 ივნისი 2019, 18:06 1361 ნახვა

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტებმა, სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე  შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსს ლონდა თოლორაიას დაუჭირეს მხარი. საჭირო ხმები ვერ დააგროვა მისმა კონკურენტმა, ყოფილმა სამართალდამცავმა ვალერი ლომუაშვილმა. კანდიდატებმა დღევანდელ სხდომაზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის საკუთარი ხედვები წარადგინეს.

სახელმწიფო ინსპექტორს დეპუტატები პლენარულ სხდომაზე უყრიან კენჭს. სახელმწიფო ინსპექტორს, თამარ ქალდანს უფლებამოსილების ვადა 1-ელ ივლისს ეწურება. 1 ივლისსვე ამოქმედდება ინსპექტორის სამსახურის ახალი ფუნქცია, რომელიც მას სამართალდამცველების მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიების უფლებას ანიჭებს .სახელმწიფო ინსპექტორის შესარჩევმა, საკონკურსო კომისიამ პრემიერ-მინისტრს სულ ორი კანდიდატურა წარუდგინა. ორივე მათგანი შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედი თანამშრომელია.

თეონა თურმანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში