„მილიონი ყვავილი ბათუმს“ - გამწვანების აქცია ბათუმის პორტთან

11 ივნისი 2019, 12:23 2929 ნახვა

„მილიონი ყვავილი ბათუმს“ -  აქციის ფარგლებში, გამწვანების სამსახურის წარმომადგენლებმა ბათუმის პორტთან, ესტაკადის ტერიტორიაზე  ყვავილები დარგეს.  

"გადავწყვიტეთ, რომ ყვავილების დარგვა ბათუმის შემოსასვლელიდან, ახალაშენებული ხიდიდან დაგვეწყო. ყვავილების დარგვა გაგრძელდება მთელ ქალაქში. ეს მილიონი ყვავილი, სხვადასხვა ლოკაციაზე გადანაწილდება. დღეიდან, ბათუმში ყოველთვის იქნება ყვავილი, ანუ 4 სეზონის მანძილზე - გაზაფხულზე, ზაფხულზე, შემოდგომასა და ზამთარშიც“- განაცხადა სამსახურის უფროსმა დავით დიასამიძემ.

გამწვანების აქცია ქალაქის სხვადასხვა ტერიტორიაზე  ეტაპობრივად გაგრძელდება.  

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში