2020 წელს მსოფლიოში პირველი მფრინავი ტაქსი გამოჩნდება

11 ივნისი 2019, 13:29 4894 ნახვა

პირველი მფრინავი ტაქსი - პროექტზე  გერმანული კომპანია "Volocopter"-ი მუშაობს.  ელექტრო მფრინავი მანქანა, კომპანიის ინფორმაციით ''უსაფრთხო იქნება და აფრენასა და დაჯდომას ვერტიკალურ მდგომარეობაში შეძლებს".

ამ ინფორმაციამ, შესაძლოა ფანტასტიკური ფილმის სცენარი გაგახსენოთ, თუმცა კომპანიაში ირწმუნებიან, რომ მანქანა ბაზარზე უკვე მომავალ წელს, 2020 წელს გამოჩნდება და მსოფლიოს მასშტაბით ქალაქებს საცობებისგან გაათავისუფლებს.

"ეს არ იქნება 10 წლის შემდეგ, ის მომავალ წელს ჩაეშვება მოხმარებაში და დუბაიში, სინგაპურსა და გერმანიის ქალაქებში იფრენენ. ეს ფენომენალურია, რადგან ქალაქებში ავითვისებთ საჰაერო სივრცეებს და განვტვირთავთ გზებს საცობებისგან,'' - ამბობს გერმანული კომპანია "Volocopter"-ის წარმომადგენლი CNN-თან საუბარში.

Volocopter-ი ეფუძნება დრონის ტექნოლოგიას. მიზნად ისახავს, საათში 100,000-მდე მგზავრს მოემსახუროს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. 

თავდაპირველად "მფრინავ ტაქსს" ორი ადამიანის გადაყვანა შეეძლება 27 კილომეტრამდე მანძილზე. სერვისი ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი ადამიანისთვის და მისი ღირებულება ევროპის ტაქსის ტარიფებს გაუტოლდება.

ბაკურ ფარტენაძე
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში