წალკიდან თბილისში ჩასული ეკომიგრანტები აქციებს აგრძელებენ და გეგმავენ ხვალ სასამართლოს მიმართონ

11 ივნისი 2019, 18:05 1137 ნახვა

წალკიდან თბილისში ჩასული ეკომიგრანტები აქციებს აგრძელებენ და გეგმავენ ხვალ სასამართლოს  მიმართონ. ისინი დღეს პრემიერ-მინიტრის წარმომადგენლებს შეხვდნენ, თუმცა    ამბობენ, შეხვედრა  უშედეგო იყო, რადგან მათ ვერ მიიღეს კონკრეტული პასუხი, თუ როგორ აპირებს ხელისუფლება მათი პრობლემის გადაჭრას.   

დღესვე ცნობილი გახდა, რომ  მთავრობა ქმნის სპეციალურ კომისიას, რომელიც იმსჯელებს პრობლემის მოგვარების გზებზე, უკვე ჩაინიშნა  პირველი შეხვედრაც. ცნობისთვის,  ეკომიგრანტებს, 7 წლის წინ, დამეწყრილი სახლების სანაცვლოდ, წალკაში მისცეს მიწა და საცხოვრებელი ფართი, თუმცა ქონება მათ საკუთრებაში  დღემდე არ დარეგისტრირებულა.  

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში