ბათუმში, როგორც უცხოელი ასევე შიდა ტურისტების სიმრავლე უკვე შეინიშნება, თუმცა ოფიციალურად საზღვაო სეზონი 4 დღეში გაიხსნება. უკვე აქტიურად ამუშავდა გასართობი და დასასვენებელი ობიექტებიც. თუმცა მოქალაქეები ყვებიან, რომ გასული წლისგან განსხვავებით სანაპიროზე მაშველების სიმცირეა.
პერიმეტრზე არც სამაშველო კოშკურებია, არსებულების დიდი ნაწილი კი ძველი და ამორტიზებულია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში გვითხრეს, რომ სეზონის გახსნის შემდეგ მაშველების რაოდენობა გაიზრდება, ასევე მოწესრიგდება ინფრასტრუქტურაც. ახალი სეზონიდან სანაპირო ზოლზე ქალი მაშველებიც გამოჩნდებიან, ისინი ახლა ტრენინგებს გადიან.