პარლამენტის ეთიკის საბჭოს სხდომა

12 ივნისი 2019, 14:04 1083 ნახვა

პარლამენტში ეთიკის საბჭო შეიკრიბა. სხდომა, რომელიც დღეს პირველად ტარდება, დახურულ ფორმატში იმართება. საბჭოს წევრებმა დებულებები უნდა დაამტკიცონ. ეთიკის საბჭო გუშინ საკანონმდებლო ორგანოში მომხდარ დაპირისპირებასა და უცენზურო გამონათქვამებზე არ იმსჯელებს. ამის მიზეზად კი საბჭოს წევრები იმ ფაქტს ასახელებენ, რომ ჯერჯერობით შესაბამისი საჩივრების ფორმებიც კი არ არსებობს.
 

საკანონმდებლო ორგანოში გუშინ დეპუტატების მხრიდან ერთმანეთის მიმართ უცენზურო მიმართვა ისმოდა. ისინი ერთმანეთს რამდენჯერმე დაუპირისპირდნენ.

მომხდარის შემდეგ, საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ დაანონსა, რომ სხდომათა დარბაზში გინების ამბავს პარლამენტის ეთიკის საბჭო განიხილავდა. რაც შეეხება სანქციებს, ამ ეტაპზე ეთიკის კოდექსი ითვალისწინებს მხოლოდ ერთ სანქციას - დარღვევის შემთხვევაში ინფორმაციის გამოქვეყნებას პარლამენტის ვებგვერდზე. ფრუიძე სანქციების დამატებას არ გამორიცხავს.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში