''თემზე დაფუძნებული თვითმართველობის მოდელი'' - ტრენინგი

13 ივნისი 2019, 11:34 1507 ნახვა

,,თემზე დაფუძნებული თვითმმართველობის მოდელი“ აღნიშნულ თემაზე სამდღიანი ტრენინგი მიმდინარეობს ხულოს მუნიციპალიტეტში. ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებისთვის,  სამოქალაქო საზოგადოების  აქტიური ჯგუფებისა და თემის ლიდერებისთვის შეხვედრას ადგილობრივი  თვითმმართველობათა ასოციაციის  ექსპერტები   ატარებენ.
 

შეხვედრებზე განიხილება ისეთი საკითხები როგორიცაა  თვითმმართველობის სამართლებრივი საფუძვლები, მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმები. ევროკავშირის მიერ  დაფინანსებული პროექტი და საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში განხორციელდება.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში