ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტები გადამზადების კურსს გერმანიაში გაივლიან

13 ივნისი 2019, 15:01 4802 ნახვა

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტის 70 სტუდენტი 3 თვის განმავლობაში პრაქტიკას გერმანიაში გაივლის. პროექტი უკვე ხუთი წელია ხორციელდება. სტუდენტები თეორიულ ცოდნის მიღებასთან ერთად სასტუმროების ყოველდღიურ საქმიანობაში ჩაერთვებიან და მიიღებენ პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს.

სტუდენტების პრაქტიკა გერმანიის შვერინის ბალტიკის კოლეჯთან გაფორმებული ხელშეკრულებისა და ბათუმის მერიის ფინანსური მხარდაჭერით საფუძველზე ხორციელდება.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში