ბათუმში ორ ქუჩაზე დღეს წყალი გაითიშება

14 ივნისი 2019, 11:49 5222 ნახვა

''ბათუმის წყლის'' ინფორმაციით, შარტავას ქუჩაზე წყალმომარაგების მილზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რის გამოც 13:00 საათიდან, 18:00 საათამდე, წყლის მიწოდება შეუწყდება ფიროსმანის ქუჩას. ასევე, შარტავას ქუჩას N18-დან, N22-ის ჩათვლით. 

კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ წყალმომარაგების შეზღუდვის არეალში მცხოვრებ აბონენტებს ინფორმაცია SMS შეტყობინების სახით მიაწოდეს.

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში კი მოქალაქეებმა ცხელ ხაზზე, ნომრებზე: (0422) 242222, ან 1152 უნდა დარეკონ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში