მოსახლეობა სამშენებლო სამუშაოების წინააღმდეგ

14 ივნისი 2019, 14:35 1423 ნახვა

სელიმ ხიმშიაშვილისა და ბაგრატიონის ქუჩების კვეთაში მცხოვრებლების პროტესტი. მოსახლეობის ინფორმაციით,  დასახლებაში კორპუსის მშენებლობის გამო ზარალდებიან, რადგანაც სამშენებლო კომპანია  სამუშაოებს უსაფრთხოების წესების დარღვევით ასრულებს. მათივე თქმით,   სამუშაოების დროს ჩაინგრა მინი სტადიონის ნაწილი და სამანქანე გზა, რა დროსაც 12 წლის მოზარდი დაშავდა.

მოქალაქეებმა პრობლემის მოსაგვარებლად მერიას მიმართეს. ბათუმის მერიის სამშენებლო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის განცხადებით,  სამშენებლო დარღვევა დაფიქსირებულია და მშენებლობის შეჩერებაზე დადგენილება სააღსრულებო ბიუროს გადაეცა.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში