''რა სულელი ყოფილხარ'' - ლევან ვასაძის პასუხი ჟურნალისტის შეკითხვაზე

14 ივნისი 2019, 21:19 6475 ნახვა

დაპირისპირება საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან - დაკავებულია რამდენიმე პირი. მდგომარეობა მთავრობის შენობასთან მას შემდეგ დაიძაბა, რაც იქ ლევან ვასაძე და მისი მხარდამჭერები მივიდნენ. ისმის ჰომოფობიური და შეურაცხმყოფელი განცხადებები, კონტრაქციის წევრები აგრესიულობით გამოირჩევიან, მათ შორის ჟურნალისტების მისამართით.

მობილიზებულები არიან სამართალდამცველები - ერთმანეთთან მიახლოების საშუალებას არ აძლევენ ლგბტ აქტივისტებსა და კონტრაქციის მონაწილეებს. აქტივისტებმა კანცელარიის კიბესთან გადაინაცვლეს. ისინი მთავრობისგან ითხოვენ თბილისი პრაიდის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საჯაროდ პოზიციის დაფიქსირებას.

რამდენი პირია დაკავებული და რას ამბობენ შინაგან საქმეთა სამინისტროში, ანუ უწყებაში რომელსაც ევალება ყველა ადამიანის უფლებების და უსაფრთხოების დაცვა.

ნინო ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში