საქართველოს საპატრიარქოს განცხადება

14 ივნისი 2019, 21:19 1915 ნახვა

აქციის დაგეგმვამდე მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქომ გაავრცელა განცხადება და ხელისუფლებას მოუწოდება, არ დაუშვას თბილისი პრაიდი.  საპატრიარქო აცხადებს, რომ მათ მიუღებლად მიაჩნიათ ე.წ. გეი-პრაიდის თბილისში ჩატარება. „მოვუწოდებთ ხელისუფლებას, არ დაუშვან აღნიშნული ღონისძიება, რომელიც წინასწარვე არის ცნობილი, რომ გამოიწვევს საზოგადოებრივ შფოთს“ - აღნიშნულია განცხადებაში.

ამასთან საპატრიარქო მოუწოდებს დიპლომატიურ კორპუსს გამოიჩინონ უფრო ფრთხილი დამოკიდებულება ქართველი ხალხისათვის ამ მეტად მგრძნობიარე საკითხისადმი. ამ განცხადებას მალევე მოჰყვა შეფასებები - რესპუბლიკური პარტიის განცხადებით, საპატრიარქოს მოწოდება არის პირდაპირი დადასტურება ძალადობის, ჩაგვრისა და ადამიანის დევნის. ამასთან, პარტიის შეფასებით საპატრიარქო ულტიმატუმის ენით ელაპარაკება ხელისუფლებას, რომელიც კონსტიტუციით აღიარებული ადამიანის უფლებების დაცვის გარანტიაა.

პრაიდი თბილისში პირველად გაიმართება. 18-დან 23 ივნისის ჩათვლით კვირეულის ფარგლებში დაგეგმილია რამდენიმე ღონისძიება, მათ შორის თეატრალური წარმოდგენა, კონფერენცია და ღირსების მარში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში