ქუთაისში მგზავრებს გაფრენამდე ევროკავშირის ქვეყნების მესაზღვრეები ამოწმებენ

14 ივნისი 2019, 21:14 31072 ნახვა

ევროპელი მესაზღვრეები საქართველოს აეროპორტებში - მოქალაქეებს, რომლებსაც უვიზოდ ევროპის ქვეყნებში სურთ გამგზავრება, აეროპორტებში რეგისტრაციის გავლამდე ფრანგი, იტალიელი, ესპანელი, გერმანელი მესაზღვრეები ამოწმებენ.

ასე იყო დღესაც კოპიტნარში - მილანისა და ბარსელონის მიმართულებით რეისის შესრულებამდე, მგზავრები ევროპელი მესაზღვრეების კითხვებს პასუხობდნენ. სთხოვენ იმ დოკუმენტების ჩვენებას რასაც უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედება  ისედაც ითვალისწინებდა.  
 

ევროკავშირის ქვეყნების საიმიგრაციო სამსახურების თანამშრომლების საქართველოს აეროპორტებში ჩამოყვანის შესახებ გადაწყვეტილება, როგორც ჩანს საქართველოს მთავრობამ, საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ვიზიტის შემდეგ, პარტნიორებთან ერთად მიიღო - დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროში კომენტარი არ გააკეთეს. შეჩერების მექანიზმის შესაძლო ამოქმედების პრევენციაა და თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვის ზრდა ევროკავშირში

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში