ქალთა ეკონომიკური ფორუმის მეორე დღე 

16 ივნისი 2019, 12:05 1538 ნახვა

მეორე დღეა ბათუმი, ქალთა ეკონომიკურ ფორუმს მასპინძლობს. ღონისძიება ამ წუთებში ბათუმის ცენტრალურ პარკში მიმდინარეობს, სადაც მეწარმე ქალების მიერ ორგანიზებული გამოფენა-გაყიდვა იმართება, დაგეგმილია მსვლელობაც.

ფორუმის მიზანი ქალთა გაძლიერებაში ბიზნესკომპანიების როლის აღნიშვნა  და  წარმატებული ქალების ისტორიების წარმოჩენაა. ორგანიზატორების განცხადებით, მნიშვნელოვანია შეხვედრის მონაწილეების ინფორმირება, მათთვის  იმ რესურსების გაცნობა, რაც საჭიროა ქალთა როლის გასაძლიერებლად, ასევე ეკონომიკურ საქმიანობაში მათი აქტიური ჩართულობისთვის. ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლების თქმით, ქალთა მხოლოდ 58% არის ეკონომიკურად აქტიური და დასაქმების კუთხითაც ქალთა და კაცთა ანაზღაურება განსხვავებულია. ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ფორუმი მეორედ ტარდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში