გამოძიება ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე - შსს განცხადებას ავრცელებს

16 ივნისი 2019, 15:12 1387 ნახვა

14 ივნისის აქციისას ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელის შეშლისა და სახალხო დამცველის მიმართ ინტერნეტსივრცეში მუქარის შემცველი შეტყობინებების გავრცელების ფაქტებზე ,შინაგან საქმეთა სამინისტრომ  გამოძიება დაიწყო, უწყების ცნობით, ჩატარდება ყველა აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება.  "თბილისი პრაიდის" მხარდამჭერების წინააღმდეგ მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართულ კონტრაქციაზე, 28 პირი დააკავეს.

ამასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია,რომ  „მიმდინარე დღეებში დაგეგმილ სხვადასხვა აქციაზე პოლიცია დაიცავს თითოეული ადამიანის როგორც შეკრების, ისე გამოხატვის თავისუფლებას, მათი პოლიტიკური შეხედულების, რელიგიური მრწამსის, სექსუალური ორიენტაციის და სხვა ნიშნის მიუხედავად, თუ გამოხატვის თავისუფლება არ გასცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს“.  უწყება მოუწოდებს შეკრების მონაწილეებს,   დაიცვან კანონის მოთხოვნები.   

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში