„თანასწორობის მოძრაობა“ „ღირსების მარშთან” დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

16 ივნისი 2019, 15:16 1129 ნახვა

„თანასწორობის მოძრაობა“ „ღირსების მარშთან” დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც ტექსტშია აღნიშნული, „თანასწორობის მოძრაობა” არასდროს ყოფილა ჩართული „თბილისის პრაიდის“ კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების ორგანიზებაში. მათივე ინფორმაციით, „თანასწორობის მოძრაობა” არც ერთ ამ ღონისძიებაში არ მონაწილეობს. მათი ინფორმაციით,   ღონისძიებები „თბილისის პრაიდის“ მიერ ტარდება, რომელიც დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაციაა. „ვაღიარებთ ლგბტ+ თემის წევრებისათვის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების მნიშვნელობას, თუმცა ასევე, კარგად ვიაზრებთ თემის იმ ნაწილის პოზიციას, რომელიც ხილვადობის პოლიტიკის ალტერნატიული გზების ძიების აუცილებლობას ხედავს და ფართომასშტაბიანი აქციების გადააზრების ინიციატივით გამოდის.

“თანასწორობის მოძრაობა” თემის წევრების მიმართ გაზრდილი ძალადობის შემთხვევებიდან გამომდინარე, მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, შეასრულოს ვალდებულება და დაიცვას ლგბტ+ თემის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება. ეკლესიის პოზიცია აღვივებს საზოგადოებაში არსებულ ჰომოფობიურ და ტრანსფობიურ განწყობებს და ხელს უწყობს ძალადობასა და თავდასხმების ზრდას თემის წევრების მიმართ. მოვუწოდებთ, საპატრიარქოს შეწყვიტოს ლგბტ+ თემის წევრების დევნისა და სიძულვილის პროპაგანდა. თანასწორობის მოძრაობას” მნიშვნელოვნად მიაჩნია, კიდევ ერთხელ დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია პოლიტიკური ძალების მხრიდან ლგბტ+ თემის ინსტრუმენტალიზაციის შესახებ.“- ნათქვამია განცხადებაში

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში