„ახალგაზრდობა დიდი საფრთხეების წინაშე დგას“- ილია მეორე

16 ივნისი 2019, 21:13 1876 ნახვა

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი   ფიქრობს,  რომ  ერი განსაცდელშია, განსაკუთრებით   ახალგაზრდობა დგას დიდი საფრთხეების წინაშე და  ყველაფერი უნდა გაკეთდეს,   სიწმინდეებისა  და წინაპართა  ტრადიციების  შესანარჩუნებლად. 

წინაპართა ტრადიციების  შენარჩუნების მნიშვნელობაზე ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში  საკვირაო ქადაგებისას ისაუბრა.     პატრიარქმა   მრევლს სულთმოფენობის დღესასწაული მიულოცა და  აბიტურიენტები დალოცა. ერთიანი ეროვნული გამოცდები, პირველ ივლისს დაიწყება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში