უკანონო ფორმირების შექმნაზე გამოძიება დავიწყეთ - შსს ლევან ვასაძის განცხადებაზე

17 ივნისი 2019, 10:18 1976 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სახალხო რაზმების შექმნის შესახებ, ბიზნესმენ ლევან ვასაძის განცხადებაზე გამოძიება დაიწყო.

უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც უკანონო ფორმირების შექმნას, ხელმძღვანელობას და მასში გაწევრიანებას გულისხმობს.

''საზოგადოებას შევახსენებთ, რომ დაუშვებელია, კანონიერი სახელმწიფო სტრუქტურების შემცვლელი ნებისმიერი წარმონაქმნის შექმნა, მისი ხელმძღვანელობა, მასში გაწევრიანება ან მისი შექმნისკენ მოწოდება.

ამასთან, ქვეყანაში საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფა კანონით მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს ფუნქციაა. შესაბამისად, როგორც პოლიციის, ისე სხვა სახელმწიფო უწყების ფუნქციის შესრულების ნებისმიერი მცდელობა დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი. ძალადობის, პოლიციის მიმართ დაუმორჩილებლობის და კანონის დარღვევის თითოეულ ფაქტზე სამინისტროს ექნება შესაბამისი რეაგირება.

გამოძიების ფარგლებში ჩატარდება ყველა აუცილებელი საგამოძიებო მოქმედება და მოხდება შესაძლო დანაშაულის ჩამდენი თითოეული პირის ქმედების სამართლებრივი შეფასება'' - წერის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

გუშინ, "ნამდვილი კაცების" აქციაზე, ლევან ვასაძემ სახალხო რაზმების ორგანიზება და ლეგიონის შექმნა დააანონსა. 

''თბილისი პრაიდის'' წევრებმა შსს-ს მოუწოდეს, ლევან ვასაძის მუქარაზე გამოძიება დაეწყოთ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში