უსაფრთხოა თუ არა სარეალიზაციოდ გამოტანილი ხილი და ბოსტნეული?

17 ივნისი 2019, 17:27 4039 ნახვა

მარწყვი, ვაშლი, ბალი, პომიდორი, ახალი კარტოფილი, კიტრი, სტაფილო, კომბოსტო, ბადრიჯანი, ხახვი და ნიორი - ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა - ამბობენ, სურსათის ეროვნულ სააგენტოში. ეს სწორედ იმ ხილ - ბოსტეულის ჩამონათვალია, რომლებიც პესტიციდის ნარჩენებზე შემოწმდა.  ხილსა და ბოსტნეულში პესტიციდების ნარჩენების ნორმა ზღვარს არ აღემატება.

სურსათის ეროვნულმა  სააგენტომ  ნიმუშები დედაქალაქსა და რეგიონებში აიღო. გამოკვლეული 21 ნიმუშიდან პესტიციდების ნარჩენების ნორმასთან შეუსაბამობა არცერთში არ გამოვლენილა.

სურსათის ეროვნული სააგენტო ხილსა და ბოსტნეულში პესტიციდების ნარჩენების კვლევას სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მაისიდან ატარებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში