სამედიცინო რეგულირების დასკვნა გარდაცვლილი 4 წლის ბავშვის მშობელს ჩაბარდა

17 ივნისი 2019, 21:51 6876 ნახვა

4 წლის ანრი ბერიძის გარდაცვალების ფაქტზე ექიმს კარინე აბგარიანს სახელწიფო სერთიფიკატის მოქმედების ვადა 4 თვით შეუჩერდა. გადაწყვეტილება სამედიცინო საქმიანობის სახელწიფო რეგულირების სააგენტომ გასული წლის 8 ივნისს მიიღო, ოჯახმა ამის შესახებ რამდენიმე დღის წინ გაიგო. შესაბამისად დაკისრებული სანქციის ვადა უკვე გასულია. სააგენტოს მიერ მიღებულ დასკვნაში წერია რომ იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრში ექიმისთვის, კარინე აბგარიანისთვის სანქციის დაკისრების მიზეზი დაავადების დროული ვერ ამოცნობა გახდა.

ასევე დასკვნაში წერია, რომ პაციენტს არ ჩაუტარდა ნევროლოგის კონსულტაცია და უგულებელყოფილია ბარათში აღწერილი ძლიერი თავის ტკივილის ჩივილი.გარდაცვლილი ბავშვის დედა საბჭოს გადაწყვეტილებას უსამართლოს უწოდებს, მიიჩნევს რომ უფრო მკაცრი სასჯელი უნდა გამოეყენებინათ. შორენა იაკობაძე ექიმის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავს. იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრში გვითხრეს რომ ექიმი კარინე აბგარიანი იქ აღარ მუშაობს. ანრი ბერიძე 2017 წლის მარტში გარდაიცვალა. ოჯახის მის გარდაცვალებაში მკურნალ ექიმს ადანაშაულებდა. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში