საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შედეგად 7 ადამიანი დაშავდა

18 ივნისი 2019, 10:42 7665 ნახვა

ქუთაისში, საცხოვრებელ კორპუსში, აფეთქების შედეგად 7 ადამიანი დაშავდა. ისინი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

აფეთქებას მალევე ხანძარი მოჰყვა. ცეცხლი ავტომშენებლის გამზირზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსის მეორე  სართულზე გაჩნდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამახურის ინფორმაციით,  კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია მალევე განხორციელდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ ქუთაისში, ავტომშენებლის გამზირზე, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მე-2 სართულზე, სავარაუდოდ, მოხდა აფეთქება, რასაც ხანძარი მოჰყვა. შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე დაუყოვნებლივ გამოცხადდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები და ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა.  ადგილზე, ასევე, მობილიზებული იყვნენ პოლიციის ეკიპაჟები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები,'' -აცხადებენ საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახურში.

მათივე თქმით, დაზარალებულები უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს. ხანძრის 30-მდე მეხანძრე-მაშველი აქრობდა.

აფეთქების გამომწვევი მიზეზის დასადგენად პოლიციამ  გამოძიება უკვე დაიწყო.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში