ბათუმის აეროპორტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა იწყება

18 ივნისი 2019, 21:09 2170 ნახვა

ბათუმის აეროპორტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა იწყება - დოკუმენტს ხელი დღეს მოეწერა. აეროპორტების გაერთიანების ცნობით, უნდა შედგეს 10-წლიანი განვითარების გეგმა. დაახლოებით ამ დროისთვის იწურება TAV GEROGIA-სთან 2007 წელს გაფორმებული იჯარის ხელშეკრულების ვადაც.

მთავრობაში არ ამბობენ, კონკრეტულად რა იგულისხმება განვითარების გეგმაში, თუმცა რამდენიმე წელია ცნობილია, რომ ახალი აეროპორტის სავარაუდო ტერიტორიად ოზურგეთში, სოფელი მერიის ყოფილი აეროდრომი განიხილება. საუბრობენ ქობულეთზეც. რაც შეეხება არსებულ ტერიტორიას, იქ საერთშორისო აეროპორტის გაუქმების შემთხვევაში სამშენებლო ნებართვებთან დაკავშირებით შეზღუდვები მოიხსნება.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში