უნებართვო მშენებლობა ბათუმის მერისა და არქიტექტორის ეზოში 

18 ივნისი 2019, 21:46 3351 ნახვა

უნებართვო მშენებლობა ბათუმის მერის და ქალაქის მთავარი არქიტექტორის საცხოვრებელი სახლების ეზოში - ტაძრის გვერდით დამხმარე ნაგებობის მშენებლობა გრძელდება. მშენებლობა რომ უნებართვოა ამას  ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაში აღიარებენ, თუმცა აცხადებენ, რომ დოკუმენტების შეგროვება უკვე დაიწყეს.  კითხვაზე რატომ დაიწყეს მშენებლობა ნებართვის მიღებამდე, დეკანოზი იოანე გორელიშვილი გვპასუხობს, რომ ასეთი ტიპის მშენებლობებზე მერია ნებართვებს მარტივად გასცემს.

რაც შეეხება ბათუმის მერს - ლაშა კომახიძე, საკუთარ ეზოში მიმდინარე მშენებლობის თაობაზე ამბობს, რომ ინფორმაცია არ აქვს. მან  სხვა სამსახურებში გადაგვამისამართა, აქ კი ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს. სატელეფონო ზარებს არ უპასუხა ბათუმის მთავარმა არქიტექტორმა, ასევე მერიის ზედამხედველობის განყოფილების უფროსმა. პასუხისმგებელ პირებთან ვერც მერიის პრესსამსახურმა დაგვაკავშირა. 

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში