ძლიერი წვიმის გამო, თბილისში ათობით ოჯახს მაშველების დახმარება დასჭირდა 

19 ივნისი 2019, 11:05 2234 ნახვა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, თბილისში უხვი ნალექის გამო,  112-ში მთელი ღამის განმავლობაში, 60-ზე მეტი შეტყობინება შევიდა. 

მათი უმრავლესობა საცხოვრებელი სახლების და შენობების პირველი სართულების დატბორვას ეხებოდა.

უწყების ცნობით, ამოტუმბვითი სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.

უხვი ნალექისა და ქარის გამო, თბილისის სხვადსხვა უბანში ხეები წაიქცა. რამდენიმე მისამართზე კი მიწა ჩამოიშალა.  

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში