„ამნესტი ინტერნეიშენალი“ - ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს პრაიდის მონაწილეთა უსაფრთხოება

19 ივნისი 2019, 12:16 1172 ნახვა

„საქართველოს ხელისუფლებამ უნდა მიიღოს ყველა აუცილებელი ზომა, რათა უზრუნველყოს „თბილისი პრაიდის” მონაწილეთა უსაფრთხოება, ჰომოფობიური ჯგუფების მხრიდან ძალადობის უპრეცედენტო მუქარის ფონზე“– ნათქვამია  საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის, „ამნესტი ინტერნეიშენალის“ განცხადებაში.  „ამნესტი ინტერნეიშენალის” განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებას აქვს პოზიტიური ვალდებულება, მიიღოს ყველა საჭირო ზომა „თბილისი პრაიდის’ მარშის თავდასხმებისგან დასაცავად.

„ამნესტი ინტერნეიშენალი” მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, საჯაროდ დააფიქსიროს მხარდაჭერა „თბილისი პრაიდის” მარშის მიმართ, ეფექტურად გამოიძიოს მუქარა და თავდასხმის გეგმები და დაუყოვნებლივ მიიღოს რეალური და ეფექტური ზომები ძალადობის აქტების თავიდან ასარიდებლად”, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში