ევროპულ თამაშებზე აჭარიდან 7 სპორტსმენი იასპარეზებს

19 ივნისი 2019, 13:42 2259 ნახვა

მინსკის ევროპულ თამაშებზე, რომელიც 21-30 ივნისის ჩათვლით გაიმართება, აჭარის ნაკრებიდან სპორტის სხვადასხვა სახეობაში, 7 სპორტსმენი იასპარეზებს.

უფრო კონკრეტულად:

21 და 23 ივნისი - მშვილდოსნობა ციკო ფუტკარაძე (14:50-17:30) ოლიმპიურ სპორტ კომპლექსი.

22 ივნისი - სამბო ნინო ოძელაშვილი (72კგ) ქებაძე ელენე (+80 კგ) (17:00-21:30) სპორტის სასახლე.

23 ივნისი სამბო - აბაშიძე სალომე - 60კგ. ირინე ლეონიძე - 80კგ (17:00-20:30) სპორტის სასახლე.

29 ივნისი ბერძნულ-რომაული ჭიდაობა - შმაგი ბოლქვაძე 67კგ. ბოლქვაძე გელა 77კგ. (11:00-20:00) სპორტის სასახლე.

მინსკის ევროპულ თამაშებზე, საქართველოდან ჯამში სპორტის 10 სახეობაში, 61 სპორტსმენი იასპარეზებს.

სპორტსმენები და დელეგაციის წარმომდგენლები უკვე ბელარუსში იმყოფებიან.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში