გენდერული საბჭოს წევრები მაშველებს შეხვდნენ

19 ივნისი 2019, 18:36 1337 ნახვა

ბათუმის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს მორიგ სხდომაზე მოწვეული იყვნენ  ახალგაზრდა მაშველები, მათ შორის ის მაშველი გოგონებიც,რომელთა სანაპიროზე გამოჩენასაც  არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა.თუმცა ისინი დღეს შეხვედრას არ დასწრებიან.შეხვედრის მიზანი მაშველის საქმიანობის პოპულარიზაცია და საბჭოსთვის მათი უფლება-მოვალეობების გაცნობა იყო.

წელს პირველად აჭარის სანაპიროზე ბიჭებთან ერთად ადამიანების სიცოცხლეზე მაშველი გოგონებიც იზრუნებენ.   საბჭოს წევრებმა კიდევ ერთხელ დაგმეს მოქალაქეების მხრიდან მაშველი გოგონების მიმართ სოციალურ ქსელში  განხორციელებული ბულინგი და მათ მხარდაჭერა გამოუცხადეს. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში