ვინ აკონტროლებს წყლის ტრანსპორტს ზღვის სანაპიროზე?

19 ივნისი 2019, 21:10 1382 ნახვა

ტურისტული სეზონის გახსნის პარალელურად აქტუალური ხდება ექსტრემალური გართობის საშუალებები ბათუმში - პარალელურად კი კვლავ დღის წესრიგში დგება უსაფრთხოება. ტურისტების რაოდენობასთან ერთად იზრდება  მოთხოვნა ჰიდროციკლების, კატერების, კატამარანების, იახტების და სასეირნო გემების კონტროლზე. ერთ-ერთ ტურისტულ კომპანიაში აცხადებენ, რომ გასულ წლებში იყო შემთხვევები, როდესაც სასეირნო სატრანსპორტო საშუალებებით დამსვენებლები დაზიანდნენ, შესაბამისად უსაფრთხოების საკითხს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს.

ტურისტებისთვის განკუთვნილი საზღვაო ტრანსპორტი ბათუმის იახტკლუბშია ბაზირებული. იახტკლუბის მენეჯერი დავით ფირცხალაიშვილი ირწმუნება, რომ ყველა კატარღას, რომელიც ზღვაში გადის, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ამოწმებს, დადგენილ საზღვრებში   ჰიდროციკლების  მოძრაობას სანაპირო დაცვის  სამსახური აკონტროლებს, დარღვევის შემთხვევში ჯარიმა  200-დან 500 ლარამდე მერყეობს. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში