დონბასში ბოინგის ჩამოგდებაში ეჭვმიტანილი 4 პირიდან სამი რუსეთის მოქალაქეა

19 ივნისი 2019, 21:00 1252 ნახვა

ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტრაგედიიდან 5 წლის თავზე, ცნობილი ხდება იმ ადამიანების სახელები და გვარები, რომლებსაც  უკრაინის თავზე ბოინგის ჩამოგდების მუხლით ბრალი უკვე წაუყენეს - მათ შორის სამი რუსეთის მოქალაქეა, ერთი კი უკრაინის. კავშირი რუსეთთან საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფმა გასულ წელს დაადგინა, უფრო კონკრეტულად კი ითქვა, რომ სარაკეტო კომპლექსი „ბუკი“, რომლიდანაც ბოინგის ჩამომგდები რაკეტა გაუშვეს, რუსეთის შეიარაღებულ ძალებს ეკუთვნოდა.

ოფიციალური მოსკოვი კავშირს უარყოფს, ადამიანების მკვლელობის მუხლით ბრალდებულების დაკავების ბრძანება კი უკვე გაცემულია. შემთხვევა 2014 წელს მოხდა, ბოინგზე მყოფი 298-ვე ადამიანი დაიღუპა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში